ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისში სამხედრო მოკლეს, დაკავებულია 1 პირი

27 დეკემბერს გვიან ღამით თბილისში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლული სამხედროა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული 1 პირი ცხელ კვალზე, მკვლელობიდან რამდენიმე წუთში, დააკავა. უწყების ინფორმაციით, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი.
მათივე ცნობით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა პირს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ის ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.