არქივი6 ნოემბერი 2025, 22:10
მზია ამაღლობელს „თავისუფალი მედიის ჯილდო“ გადაეცა

პატიმრობაში მყოფ ქართველ ჟურნალისტს, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს, სახაროვის პრემიის მფლობელ მზია ამაღლობელს - „თავისუფალი მედიის ჯილდო“ გადაეცა.
დაჯილდოების ცერემონიალი გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გაიმართა.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ჯილდო „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორებმა, ნესტან ცეცხლაძემ და ეთერ თურაძემ მიიღეს.
ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში მომუშავე მედიაგამოცემებს ან ჟურნალისტებს, რომლებიც განსაკუთრებულ როლს თამაშობენ დამოუკიდებელი მედიისა და სიტყვის თავისუფლების დაცვაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ნოემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.