პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პროექტის „მე ვარ აფხაზეთი“ მხარდაჭერისთვის, სემეკის თავმჯდომარეს, დავით ნარმანიას საპატიო ელჩის ჯილდო გადაეცა

პროექტის „მე ვარ აფხაზეთი“ მხარდაჭერისთვის, სემეკის თავმჯდომარეს, დავით ნარმანიას საპატიო ელჩის ჯილდო გადაეცა

პროექტის „მე ვარ აფხაზეთი“ განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის, სემეკის თავმჯდომარეს, დავით ნარმანიას ორგანიზაცია „მშვიდობის ელჩები - ქვეყნის მომავლისთვის” საპატიო ელჩის ჯილდო გადაეცა.
ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
„სემეკის თავმჯდომარესთან ერთად, საპატიო ელჩის წოდებით დაჯილდოვდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, დავით ფაცაცია; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი; ჯანმრთელობის სახლის სისხლძარღვთა ქირურგიის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი პაპასკუა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ორგანიზაცია ,,თაობა 21 საქართველოს“ მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის ,,აფხაზეთი მე ვარ“ მე-7 ნაწილის ჩვენება გაიმართა. ღონისძიება მიეძღვნა პროექტის ‘’აფხაზეთი მე ვარ’’ ავტორის, შორენა ჯავაშვილის ხსოვნას.
რიგით მე-7 ფილმი შეეხება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მათ ისტორიებს. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო და საპარლამენტო უწყებების წარმომადგენლები, სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ნოემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.