საქართველოში თავისუფალი მედიის არსებობა „დიფ სთეითისთვის“ პრობლემაა – მათ ვერ შეძლეს საზოგადოებისთვის დაემტკიცებინათ, რომ გამჭვირვალობის კანონი „რუსული“ იყო და არასრულწლოვანის დაცვის კანონი ადამიანის უფლებებს ლახავდა

საქართველოში თავისუფალი მედიის არსებობა „დიფ სთეითისთვის“ პრობლემაა – მათ ვერ შეძლეს საზოგადოებისთვის დაემტკიცებინათ, რომ გამჭვირვალობის კანონი „რუსული“ იყო და არასრულწლოვანის დაცვის კანონი ადამიანის უფლებებს ლახავდა
საქართველოში არაერთი მედია სწორედ „დიფ სთეითისგან“ კონტროლდება და ესეც რომ არა, რამდენსაც უნდათ, იმდენს დააფუძნებენ, მათთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ, „დიფ სთეითისთვის“ პრობლემურია ის, რომ საქართველოში მათი ინტერესებისგან განსხვავებული აზრი შეიძლება არსებობდეს, – წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.
მისი განცხადებით, “დიფ სთეითი” ცდილობს, თავისუფალი სიტყვა და აზრი, მედიის მიტაცებად გაასაღონ.
შათირიშვილის განმარტებით, ქართველი ხალხის უმრავლესობისთვის გამჭვირვალობისა და ლგბტ პროპაგანდის საწააღმდეგო კანონების შესახებ სასურველი ნარატივის თავს მოხვევა სწორედ იმიტომ ვერ შეძლეს, რომ ქვეყანაში თავისუფალი მედია და აზრი არსებობს.
“სწორედ ამის გამოძახილია ის, რომ თავისუფალი სიტყვა და აზრი, რომელსაც თავად ვერ აკონტროლებენ, მედიის მიტაცებად ცდილობენ გაასაღონ.
საქართველოში თავისუფალი მედიის არსებობა „დიფ სთეითისთვის“ რომ პრობლემაა, ამაზე მეტყველებს ის პროცესები, რაც ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარდა, როდესაც ვერ შეძლეს ქართული საზოგადოებისთვის დაემტკიცებინათ, რომ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის მოტივით მიღებული გამჭვირვალობის კანონი – „რუსული“ იყო, ხოლო „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის“ კანონი, რომელიც ლგბტ პროპაგანდას კრძალავს – ადამიანის უფლებებს ლახავდა. ქართველი ხალხის უმრავლესობისთვის ამ აბსურდის თავს მოხვევა სწორედ იმიტომ ვერ შეძლეს, რომ საქართველოში არსებობს თავისუფალი მედია და აზრი. ამიტომაც შეიყვანეს ზემოაღნიშნულ სიაში.” – წერს შათირიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია

ირაკლი კობახიძე – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია, მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა

ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც, სააკაშვილი თუ რაიმეთი იყო გამორეული, ერთ-ერთი იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულება