ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მზია ამაღლობელის სასამართლოზე ირაკლი დგებუაძე და გრიგოლ ბესელია მივიდნენ

მზია ამაღლობელის სასამართლოზე ირაკლი დგებუაძე და გრიგოლ ბესელია მივიდნენ

ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობა, სადაც ჟურნალისტის მზია ამაღლობელის პროცესი იწყება, პოლიციელების ალყაშია. დღევანდელ სხდომაზე ე.წ. მოწმე პოლიციელები უნდა გამოიკითხონ.
გრიგოლ ბესელია და ირაკლი დგებუაძე ადგილზე უკვე მივიდნენ. მოქალაქეებმა ბესელია შენობაში საპროტესტო შეძახილებით “ცრუ მოწმე!” “მატყუარა!”შეაცილეს. რაც შეეხება დგუბუაძეს, ის შენობაში ისე შეიყვანეს, რომ მისთვის მედიას კითხვები არ დაესვა
პარალელურად, განცხადებას აქვეყნებს კლუნების ოჯახის ფონდი და აცხადებს, რომ მზია ამაღლობელის საქმეზე დაკვირვებას განაგრძობს:
,,ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დღეს გრძელდება. სასამართლო წყვეტს, დატოვოს თუ არა ის წინასწარ პატიმრობაში. #TrialWatch მონიტორინგს გაუწევს პროცესს. დღეს დილით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მისი საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგზავნა, უფლებების მრავალჯერადი დარღვევის ბრალდებით. მსოფლიო თვალს ადევნებს, — წერს კლუნების ფონდი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.