ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გრიგოლ ბესელიასა და ირაკლი დგებუაძის მისვლას ხმაური მოჰყვა – მათ მზია ამაღლობელის დღევანდელ პროცესზე დაკითხავენ

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია და ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მივიდნენ.
ბესელიასა და დგებუაძის სასამართლოში მისვლას ხმაური მოჰყვა. მზია ამაღლობელის მხარდამჭერებმა, მათ ცრუ მოწმე უწოდეს. ისმოდა მათი მისამართით სხვადასხვა სახის შეძახილი.
გრიგოლბესელიადაირაკლიდგებუაძეპროკურატურის მიერ წარდგენილი მოწმეები არიან, რომლებსაც დღევანდელ პროცესზე დაკითხავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე