ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მზია ამაღლობელის მხედველობა მარცხენა თვალში სინათლე-სიბნელის გარჩევადობის დონეზეა - ადვოკატი

მზია ამაღლობელის მხედველობა მარცხენა თვალში სინათლე-სიბნელის გარჩევადობის დონეზეა - ადვოკატი

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც გამოცემების "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლისა და რედაქტორის მზია ამაღლობელისადმი წარდგენილი სისხლის სამართლის ბრალზე სხდომა მიმდინარეობს, ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
ადვოკატმა თქვა, რომ მისი მდგომარეობა, კერძოდ მხედველობა პატიმრობაში გაუარესებულია.
მაია მწარიაშვილის თანახმად, მზია ამაღლობელს კერატოკონუსი აქვს. თვალის რქოვანას დაავადება 4 თებერვალს კლინიკა "ვივამედში" ჩატარებული ანალიზის დოკუმენტის, ე.წ. ფორმა 100-ის თანახმად, "მზია ამაღლობელს მარჯვენა თვალში მხედველობა აქვს 30%, მარცხენა თვალში კი მხედველობა აქვს 0.04%.
6 თებერვალს ჩატარებული კვლევით, მარჯვენა თვალზე მხედველობა 10%-ზე შემცირდა. სათვალით კორექტირების შემთხვევაში, ის შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ 40%-მდე, როცა დაკავებამდე სათვალით შეეძლო 90%-მდე გაეზარდა მარჯვენა თვალში [მხედველობა]. მარცხენა თვალში 0.04%-ია, შესაბამისად, მარცხენა თვალში გარჩევადობა მხოლოდ სინათლე-სიბნელის გარჩევის დონეზეა. ძალიან დაბალი მხედველობა აქვს მეორე თვალში, რამაც კიდევ უფრო დაიკლო“.
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.