მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულდება – რას ჰყვება ადვოკატი

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა ამაღლობლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.
მაია მწარიაშვილის თქმით, მაათ მიერ საქმეში წარდგენილი დოკუმენტები, ასევე, ამაღლობელის დაკავებამდე არსებული სამედიცინო დოკუმენტები და დაკავების შემდგომ, კლინიკა ვივამედში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ მზია ამაღლობელს მხედველობასთან დაკავშირებით “ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს”.
როგორც ადვოკატი ამბობს, ამაღლობელს დაკავებამდე, ცალ თვალში მხედველობა 2%-მდე ჰქონდა, ხოლო “შედარებით ჯანსაღ თვალში” 30%-მდე.
“მისი დაავადებაა – კერატოკონუსი, რომელიც ძალიან ცუდი, მძიმე და პროგრესირებადი თვალის დაავადებაა, ამ დაავადების გამო დაკავებამდეც კი, მას ცალ თვალში მხედველობა ჰქონდა მხოლოდ 2%, მეორე, ასე ვთქვათ, შედარებით კარგ თვალში, სულ 30% და იყო შანსი, რომ სათვალით გაზრდილიყო ეს მხედველობა 90%-მდე.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ მზად ვართ, განვაახლოთ მუშაობა – ერთად უფრო ძლიერები ვართ: „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“