არქივი23 ივნისი, 2025, 16:18
გელა მთივლიშვილი მზია ამაღლობელზე: თუ დაპატიმრებამდე სამედიცინო ჩარევით მხედველობის შენარჩუნება და გაუმჯობესება შესაძლებელი იყო, ახლა აღარ!

"საგანგაშო ამბავი გავიგეთ რამდენიმე წუთის წინ მზია ამაღლობელის საქმის სასამართლო სხდომაზე - მზიას ისედაც ჰქონდა მხედველობის პრობლემა, რაც პატიმრობის პირობებში კრიტიკულად გაუარესდა. სამედიცინო დასკვნით, მას მარჯვენა თვალზე მხოლოდ 10%-ღა აქვს მხედველობა, მეორეზე კი 0,04 (სინათლე-სიბნელის გარჩევის დონეზე). თუ დაპატიმრებამდე ჩატარებული კვლევებით, რაც დოკუმენტურად დასტურდება, სამედიცინო ჩარევით მხედველობის შენარჩუნება და გაუმჯობესება შესაძლებელი იყო (მარჯვენა თვალზე 90%-მდე), ახლა აღარ!
ეს არის წამება და ყველა, ვინც ამაში მონაწილეობთ, “პოლიციელი”, “პროკურორი”, “მოსამართლე”, გადაწყვეტილების მიმღებები, პასუხს აგებთ საკუთარი თავით!" - წერს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.