მზად ვართ, როგორც კანონმდებლობის, ასევე პრაქტიკის და ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით, ყველაფერთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ და სადაც შესაძლებელია რეკომენდაციების გათვალისწინება, ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ

მზად ვართ, როგორც კანონმდებლობის, ასევე პრაქტიკის და ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით, ყველაფერთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ და სადაც შესაძლებელია რეკომენდაციების გათვალისწინება, ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ
მზად ვართ, როგორც კანონმდებლობის, ასევე პრაქტიკის და ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით, ყველაფერთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ და სადაც შესაძლებელია რეკომენდაციების გათვალისწინება, ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა, თუ რა ტიპის რეკომენდაციებია ეუთო/ოდირის დასკვნაში.
„არის სხვადასხვა ტიპის რეკომენდაციები, ნაწილი ეხება კანონმდებლობას, მათ შორის, არის გარკვეული რეკომენდაციები, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიო პოზიცია, მაგალითად არის წარმოდგენილი რეკომენდაცია ცესკოს ფორმირების წესთან დაკავშირებით.
თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს მკაფიო, დასაბუთებული პოზიცია ამ თემაზე, თუმცა აქაც მზად ვართ ვიმსჯელოთ ეუთო/ოდირთან ერთად. არის რეკომენდაციები პრაქტიკასთან დაკავშირებით, ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებითაც და რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი საკითხი ექვემდებარება განხილვას. პოლარიზაცია არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც არის გამოკვეთილი ამ დასკვნაში და ამასაც ეხება რეკომენდაციები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა