ლევან მაჭავარიანი: იმ აქტორებსაც, რომლებიც ასე აქტიურად იყვნენ „ანტი-ოცნების“ კამპანიაში ჩართულები, ასევე უწევთ ნელ-ნელა ყველაფრის აღიარება. ისინი უკვე მოიხსენიებენ ჩვენს ხელისუფლებას, როგორც არჩეულ ხელისუფლებას

ლევან მაჭავარიანი: იმ აქტორებსაც, რომლებიც ასე აქტიურად იყვნენ „ანტი-ოცნების“ კამპანიაში ჩართულები, ასევე უწევთ ნელ-ნელა ყველაფრის აღიარება. ისინი უკვე მოიხსენიებენ ჩვენს ხელისუფლებას, როგორც არჩეულ ხელისუფლებას
როგორც საქართველოს სჭირდება ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან მეგობრული ურთიერთობა, არანაკლებ სჭირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს საქართველოსთან მეგობრობა ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
„შესაბამისად, იმ აქტორებსაც, რომლებიც ასე აქტიურად იყვნენ „ანტი-ოცნების“ კამპანიაში ჩართულები, ასევე უწევთ ნელ-ნელა ამ ყველაფრის აღიარება. ისინი უკვე მოიხსენიებენ ჩვენს ხელისუფლებას, როგორც არჩეულ ხელისუფლებას, ძალიან დიდი მადლობა მათ ამ ობიექტურობისთვის, და ამბობენ, რომ არჩეულმა ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინება და შესრულება. ჩვენ გამოვხატეთ მზადყოფნა. ეუთო/ოდირის ანგარიშში ხაზი გაუსვეს, რომ „მზად ვართ, ვითანამშრომლოთ არჩეულ ხელისუფლებასთან“ და „ჩვენი სურვილია, მათთან ერთად გადავჭრათ ის პრობლემები, რაც დავინახეთ“. მათ დაგვიდეს რეკომენდაციები და მზად ვართ, რა თქმა უნდა, რომ ყველა იმ რეკომენდაციაზე, რომელსაც მიზანშეწონილად მივიჩნევთ, ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ეუთო/ოდირთან“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სომხეთში, თუ ბრიუსელს ერევანი მხოლოდ მოსკოვის გამაღიზიანებელის როლში აინტერესებს, რადგან თბილისმა და ბაქომ ამას უარით უპასუხეს?!

ბაჩო ოდიშარია: რეჟისორიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში – ვინც ამაზე ქილიკობენ, ალბათ, მათ ყველაზე მეტად ეწყინათ ისეთი სახეების გამოჩენა “ქართული ოცნების” გუნდში, რომელთაც დიდი ამაგი ჰქონდათ ქვეყნის წინაშე და დიდი ავტორიტეტი გააჩნდათ