ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ალენ ბერსე - როგორც უმრავლესობა, ისე ოპოზიცია ვალდებულია, რომ გახსნას დიალოგი და ჩაერთოს მასში - ევროპის საბჭო მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ასეთ დიალოგს

ალენ ბერსე - როგორც უმრავლესობა, ისე ოპოზიცია ვალდებულია, რომ გახსნას დიალოგი და ჩაერთოს მასში - ევროპის საბჭო მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ასეთ დიალოგს

ყველა ძალა როგორც უმრავლესობა, ისე ოპოზიცია ვალდებულია, რომ გახსნას დიალოგი და ჩაერთოს მასში, დაიცვას და პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს -ევროპის საბჭო მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ასეთ დიალოგს, - ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დემოკრატია ვერ იარსებებს ასეთი არასათანადო მოპყრობისა და მუდმივი კონფრონტაციის პირობებში.
„პოლარიზაცია ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. ყველა ძალა, როგორც უმრავლესობა, ისე ოპოზიცია ვალდებულია, რომ გახსნას დიალოგი და ჩაერთოს მასში, დაიცვას და პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს. დემოკრატია ვერ იარსებებს ასეთი არასათანადო მოპყრობისა და მუდმივი კონფრონტაციის პირობებში. ევროპის საბჭო მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ასეთ დიალოგს. რა თქმა უნდა, რწმენისა და ნდობის გაღვივების მექანიზმებით შეგვიძლია ეს გავაკეთოთ, თუმცა ეს არის საქართველოს მოსახლეობის და აქ არსებული უწყებების ხელში, რომ სრული დემოკრატია ააღორძინოს და გააძლიეროს. ამაში უნდა ჩაერთოს ყველა უმცირესობა, სამოქალაქო საზოგადოება და ა.შ.“- განაცხადა ბერსემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.