პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟოაო გომეშ კრავინიო უკრაინას ეწვია. „სასიამოვნოა ისევ კიევში ყოფნა, ამჯერად ჩემს კოლეგასთან, განათლების მინისტრ ჟოაო კოსტასთან ერთად, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის აღდგენის მიმართ“, – წერს პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, მინისტრები კიევში მატარებლით ჩავიდნენ. მათი ვიზიტი ორდღიანია და დღის წესრიგის მთავარი თემა ომი და უკრაინის აღდგენაა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”