პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მეწყრული პროცესების გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს მიმართულებაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

მეწყრული პროცესების გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს მიმართულებაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ფშაველი-აბანო-ომალოს მიმართულებაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მიზეზი უამინდობა და ნალექია. სოფელ ლეჩურიდან 23-25 კილომეტრზე მეწყრულმა პროცესებმა გზა დააზიანა და ჩახერგა.
ადგილზე შესაბამისი სამსახურებია მობილიზებული, მიმდინარეობს გზის გაწმენდა, თუმცა პროცესს ძლიერი წვიმა ართულებს.
როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, გზის გაწმენდა და მოძრაობის აღდგენა ამინდზეა დამოკიდებული.
ცნობისთვის, თუშეთთან დამაკავშირებელი ეს ერთადერთი საავტომობილო გზა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივლისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.