არქივი5 ივლისი 2025, 11:09
თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტომობილების მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ10-კმ72 მონაკვეთზე, ჩატარებული სამუშაოების შედეგად ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
აღნიშნულ მონაკვეთზე ხევის ადიდების გამო მოძრაობა 3 ივლისიდან შეზღუდული იყო.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივლისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.