არქივი3 ივლისი 2025, 13:24
თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხევის ადიდების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ10-კმ72 მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის ინტენსიური სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ1-კმ9 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივლისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.