ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მეტოქე გუნდის ფეხბურთელებიც კი შოკში ჩავარდნენ - ახალაძის საოცარი გოლი ბათუმის "დინამოსთან" [VIDEO]

ზღვისპირული დერბი დაძაბული გამოდგა და აქაც ვნახეთ შორიდან გატანილი ლამაზი გოლები.
მოქმედი ჩემპიონი "დინამო ბათუმი" ორი ბურთის სხვაობით უგებდა ფოთის "კოლხეთს", თუმცა საბოლოდ - 2:2.
ბათუმელთაგან ორივე გოლი ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაიტანა პირველი ტაიმის ბოლო წუთებში. ჯერ საჯარიმო დარტყმა შეასრულა მშვენივრად, მერე კი პენალტი მოიპოვა და მართალია იაროსლავ კოტლიაროვმა 11-მეტრიანი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ისევ მამუჩაშვილი იყო პირველი და ზუსტადაც დაარტყა - 0:2.
ფოთელებმა მეორე ნახევარში გამოასწორეს თამაში. დემეტრე გვასალიამ არეულობაში ისარგებლა და ანგარიში შეამცირა, ბოლო წუთებზე კი გიორგი ახალაძემ შორიდან დარტყმით
ცხრიანში გაიტანა - 2:2. ბრწყინვალე გოლი იყო.
ვიდეო: სპორტმიამბე

ლამაზი გოლები... "სამგურალმა" "დინამო თბილისს" მოუგო, დერბები ფრედ დასრულდა

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.