ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"გენკში" რომ გადავედი, გუნდის 80 წლის მასაჟისტი შოკში ჩავარდა, 30 წელია გუნდში ვარ და ასეთი არაფერი მინახავსო" - თორნიკე ოქრიაშვილი

"იუთუბზე" გადაცემა "ლაი-ლაის" სტუმარი თბილისის "დინამოს" შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი გახლდათ. ქართველმა ფეხბურთელმა "გენკში" გატარებული პერიოდი გაიხსენა.
"როდესაც გენკში" გადავედი და ბელგიაში ჩავედი, მასაჟისტი, რომელიც გუნდში 30 წელი მუშაობდა, უკვე 80 წლის იყო... წარმოიდგინე ამ გუნდში როგორ ფეხბურთელებს ჰქონდათ ნათამაშები... ეს კაცი მეუბნებოდა, შენნაირი ფეხბურთელი, დედას ვფიცავარ, გუნდში არ გვყოლიაო. მე კიდევ ისეთი რაღაცები გავაკეთე... ჩემი გუნდელები ახლა ზოგი "ლესტერში" თამაშობს, ზოგი "ლაციოში", "ჩელსიში", "არსენალში".
მაგალითად ლეანდრო ტროსარდი, მე რომ "გენკში" მივედი, გუნდიდან გაუშვეს იჯარით, ჩემ ადგილას თამაშობდა, მე რომ წამოვედი
გუნდიდან დააბრუნეს და ახლა "არსენალში" თამაშობს", - განაცხადა ოქრიაშვილმა.
შეგახსენებთ, ოქრიაშვილი ბელგიური კლუბის ღირსებას 2014/2016 წლებში იცავდა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.