არქივი14 აპრილი, 2024, 14:56
კიტეიშვილის გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმი" "ზალცბურგს" დაეწია [VIDEO]
ავსტრიის ბუნდესლიგის 26-ე ტურში „შტურმმა“ გასვლაზე „ჰარტბერგი“ 3:1 დაამარცხა.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა პენალტით გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 20 მატჩში 5 გოლია. კიტეიშვილი 90+1-ე წუთზე შეცვალეს და ორივე გუნდიდან საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ქართველის თამაში Flashscore-მ 8.2 ქულით შეაფასა, ხოლო Sofascore-მ 8.0-ით.
„შტურმი“ 32 ქულით „ზალცბურგთან“ ერთად ლიდერია და 19 აპრილს „რაპიდს“ უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, კიტეიშვილის გუნდი თასის ფინალშიც გავიდა.
ჰარტბერგი - შტურმი 1:3
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.