ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მერიამ თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორს გადადგომა მოსთხოვა

მერიამ თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორს გადადგომა მოსთხოვა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ა(ა)იპ "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების" დირექტორ ნინია მაჭარაშვილს თანამდებობის დატოვება მოსთხოვა.
ნინია მაჭარაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნის მიზეზი 30 ნოემბერს, ორგანიზაციის Facebook-ზე გამოქვეყნებული განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც, გაერთიანების 246 თანამშრომელი ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ემიჯნება და ევროპული მომავლისთვის მებრძოლი დემონსტრანტების წინააღმდეგ სასტიკი ძალის გამოყენებას გმობს.
"ნინიას მოსთხოვეს თბილისის ბიბლიოთეკების დირექტორის თანამდებობიდან წასვლა. მიზეზად დაუსახელეს, რომ მერიისა და მისი პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ასევე კახა კალაძის პირადი დამოკიდებულება მის მიმართ.
შესთავაზეს, რომ თუკი თავად დაწერს განცხადებას, პრობლემებს არ შეუქმნიან თანამშრომლებს და არ მოითხოვენ იმ ადამიამებს სიას, ვინც ხელი მოაწერა მათ საწინააღმდეგო განცხადებას, რაზეც ნინიამ თავიდანვე უთხრა სასტიკი უარი", - წერს ის Facebook-ზე.
ა(ა)იპ "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების" მედიათეკებისა და ბიბლიოთეკების თანამშრომლების განცხადება სრულად.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.