დათო გორგილაძის ინფორმაციით, მის მეუღლეს, ნინია მაჭარაშვილს, რომელიც მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორია, თბილისის მერიისგან განსხვავებული პოზიციის გამო, თანამდებობიდან წასვლა მოსთხოვეს

თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორ ნინია მაჭარაშვილს განსხვავებული პოზიციის გამო თანამდებობიდან წასვლა მოსთხოვეს. ამის შესახებ ნინია მაჭარაშვილის მეუღლე, დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში წერს.

დავით გორგილაძის განცხადებით, ნინია მაჭარაშვილს შესთავაზეს, რომ თუკი თავად დაწერს განცხადებას, პრობლემებს არ შეუქმნიან სხვა თანამშრომლებს.

„ნინიას მოსთხოვეს თბილისის ბიბლიოთეკების დირექტორის თანამდებობიდან წასვლა. მიზეზად დაუსახელეს, რომ მერიისა და მისი პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ასევე კახა კალაძის პირადი დამოკიდებულება მის მიმართ.

შესთავაზეს, რომ თუკი თავად დაწერს განცხადებას, პრობლემებს არ შეუქმნიან თანამშრომლებს და არ მოითხოვენ იმ ადამიანების სიას, ვინც ხელი მოაწერა მათ საწინააღმდეგო განცხადებას, რაზეც ნინიამ თავიდანვე უთხრა სასტიკი უარი“, – წერს დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება