ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დათო გორგილაძის ინფორმაციით, მის მეუღლეს, ნინია მაჭარაშვილს, რომელიც მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორია, თბილისის მერიისგან განსხვავებული პოზიციის გამო, თანამდებობიდან წასვლა მოსთხოვეს

დათო გორგილაძის ინფორმაციით, მის მეუღლეს, ნინია მაჭარაშვილს, რომელიც მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორია, თბილისის მერიისგან განსხვავებული პოზიციის გამო, თანამდებობიდან წასვლა მოსთხოვეს

თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორ ნინია მაჭარაშვილს განსხვავებული პოზიციის გამო თანამდებობიდან წასვლა მოსთხოვეს. ამის შესახებ ნინია მაჭარაშვილის მეუღლე, დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში წერს.
დავით გორგილაძის განცხადებით, ნინია მაჭარაშვილს შესთავაზეს, რომ თუკი თავად დაწერს განცხადებას, პრობლემებს არ შეუქმნიან სხვა თანამშრომლებს.
„ნინიას მოსთხოვეს თბილისის ბიბლიოთეკების დირექტორის თანამდებობიდან წასვლა. მიზეზად დაუსახელეს, რომ მერიისა და მისი პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ასევე კახა კალაძის პირადი დამოკიდებულება მის მიმართ.
შესთავაზეს, რომ თუკი თავად დაწერს განცხადებას, პრობლემებს არ შეუქმნიან თანამშრომლებს და არ მოითხოვენ იმ ადამიანების სიას, ვინც ხელი მოაწერა მათ საწინააღმდეგო განცხადებას, რაზეც ნინიამ თავიდანვე უთხრა სასტიკი უარი“, - წერს დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.