მერაბ მეტრეველი: დღეს ნათლად გამოჩნდა, რას ემყარება რეალურად ბიძინას იმედი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
დღეს ნათლად გამოჩნდა, რას ემყარება რეალურად ბიძინას იმედი:
ირაკლი კობახიძემ ერევნიდან თქვა:
– ჩვენ ვაკავშირებთ ზღვასთან და შესაბამისად ევროპასთნ შვიდ ქვეყანას, რომელთაც არ აქვთ ზღვაზე გასასვლელი.
ასევე დღეს “ოცნების” დეპუტატმა, მაჭავარიანმა გაიმეორა:
– მათ სცადეს ჩვენი არჩევნებით დამარცხება, შემდეგ სცადეს ხუთჯერ რევოლუციის მოწყობა და არაფერი გამოუვიდათ. მოუწევთ შეგუება, რომ ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ხელისუფლება და უნდა დაგველაპარაკონ.
შესაბამისად ბიძინას გზავნილი დასავლეთისადმი ასე ჟღერს:
თუ რეგიონთან სავაჭრო და ენერგეტიკულ სფეროებში პარტნიორობა გინდათ, ეს საქართველოს გარეშე არ გამოვა, ყველა გზა ამ ქვეყანაზე გადის, მარტო საქართველოს აქვს ზღვაზე გასასვლელი, საქართველოში კი ბოსი მე ვარ. ხომ ხედავთ ძვრას ვერ მიშვებით, აქციები მორჩა, ოპოზიცია სუსტია, შესაბამისად კიდევ დიდხანს ვიქნები, ამიტომ მოგიწევთ ჩემთან დალაპარაკება.
აზრს მოკლებული სულაც არაა მისი გათვალა. მართლაც საქართველოა რეგიონის კარიბჭე და საქართველოში არაფერი ხდება დღეს ისეთი, მის ხელისუფლებას საფრთხეს უქმნიდეს. შესაბამისად, ბიძინას გათვლით, დასავლეთის სიჯიუტე და პრანჭვა ადრე თუ გვიან უნდა დასრულდეს, აღიარონ მასთან მარცხი და პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე ყოველგვარი პირობების წაყენების გარეშე უნდა დაუზავდნენ.
ერთადერთი, რამაც შეიძლება ბიძინას ეს გათვალა საფრთხის ქვეშ დააყენს, ეს ე.წ. ტრამპის მარშუტის ამუშავებაა, რომელიც აზერბაიჯანს თურქეთთან სომხეთის გავლით აკავშირებს. ამ მარშუტის ამუშავების შემდეგ საქართველოზე გამავალი გზა აღარ იქნება ერთადერთი ზღვაზე გასასვლელი.