არქივი30 აპრილი, 2026, 01:56
მერაბ მეტრეველი: გვახსოვს, საახალწლოდ კობახიძემ ვიდეო ჩაწერა, სადაც აღშფოთებული გვიყვებოდა, რომ საქართველოში პროდუქტები უფრო ძვირია, ვიდრე ევროპაში და ეს დაუშვებელიაო (ვიდეო)

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
"იმედმა" დღეს გააკეთა სიუჟეტი იმის შესახებ, რომ ევროპაში სუპერმაკეტებში ყველაფერი გაცილებით ძვირია, ვიდრე საქართველოშიო.
არადა, გვახსოვს, საახალწლოდ კობახიძემ ვიდეო ჩაწერა, სადაც აღშფოთებული გვიყვებოდა, რომ საქართველოში პროდუქტები უფრო ძვირია, ვიდრე ევროპაში და ეს დაუშვებელიაო.
ამ ყველაფრის მიზეზების გამოსარკვევად შეიქმნა სამთავრობო კომისია, სუს-ში დაიწყო გამოიძიება, პარლამენტში უკვე სამი თვეა გულმოდგინედ მუშაობს საგამოძოებო კომისია...
ჰოდა, დღეს გაირკვა, რომ სულ ტყუილად; ირკალის მოვუტუებივართ და ევროპაში ყველაფერი უფრო ძვირი ყოფილა.
დავიშალეთ!
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.