მელია სააკაშვილთან “ერთ პარტიაში თანამშრომლობას” გამორიცხავს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, ამბობს, რომ გამორიცხავს ამავე პარტიის დამფუძნებელთან, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან სამომავლო თანამშრომლობას ერთი პარტიის ფარგლებში. ამის შესახებ მელიამ რადიო თავისუფებასთან ინტერვიუში ისაუბრა.
“ეს არ ნიშავს, რომ მე მასთან [მიხეილ სააკაშვილთან] დაკავშირებით კითხვები არ მაქვს, ან არ მქონია. უბრალოდ, ადამიანურად, მორალურად კომფორტულად არ ვგრძნობ თავს, როდესაც ოთხ კედელშია ადამიანი […] ეს კითხვები დაისმება მას შემდეგ, რაც მექნება მასთან [საუბრის] შესაძლებლობა. მე მასთან თანამშრომლობას, ერთ პარტიაში, მომავალში, მთლიანად გამოვრიცხავ. ოდესმე. ეს ვერ შედგება. ეს უბრალოდ ფანტასტიკის სფეროსთვისაც წარმოუდგენელია”, – თქვა მელიამ.
მისი თქმით, ს მიმართ კითხვები ჩნდება ბოლო პერიოდში “ნაციონალურ მოძრაობაში” განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. კონკრეტულად, შესაძლებელია თუ არა “ეს ყველაფერი” მომხდარიყო სააკაშვილის გარეშე. მელია ამტკიცებს, რომ ეს კითხვები არა პირადად მას, არამედ იმ ადამიანებსაც აქვთ, ვინც მასთან ერთად დატოვა პარტია.
ნიკა მელიას თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში” დარჩენა მისთვის ნიშნავდა საკუთარ პრინციპებზე, მორალურ ღირებულებებზე უარის თქმას. ის ამბობს, რომ ადამიანები, ვინც ბოლო პერიოდში დატოვა პარტია, იქ ვეღარ ხედავენ ქვეყნისთვის უკეთესი ხვალინდელი დღის მოპოვების შანსს.
ამის მთავარ ფაქტორად მელია თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბიზნესმენ დავით კეზერაშვილის ფაქტორს ასახელებს. მელია კეზერაშვილს ახასიათებს როგორც ადამიანს, ვისაც აქვს ამბიცია გახდეს ოლიგარქი და ქვეყანა მართოს ისე, “როგორც იმართება დღეს, ივანიშვილის მიერ”. ნიკა მელია ამბობს, რომ პარტიიდან წამოსვლით მან “საკუთარი სინდისით ნაკარნახევი გადაწყვეტილება მიიღო”. პარტიის გახლეჩის მიზეზად კი “მერკანტილურ ინტერესებს” ასახელებს.
ნიკა მელიამ “ნაციონალური მოძრაობა” ოფიციალურად 7 დეკემბერს დატოვა და ახალი პარტის შექმნა დააანონსა. იქამდე, თვეების განმავლობაში პარტია შიდა კონფლიქტის პირობებში იმყოფებოდა. უფრო მეტი ამ საკითხზე წაიკითხებთ შემდეგ ბმულზე:
· კონფლიქტი „ნაციონალურ მოძრაობაში“ | მარტივად ახსნილი
· „საინტერესო მოთამაშეა“ – მელიამ „ენმ“ დატოვა. რას ცვლის ეს ქართულ პოლიტიკაში?

ასევე დაგაინტერესებთ