ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედიის ცნობით, ბაიდენი და ნეთანიაჰუ ირანის თავდასხმაზე ისრაელის პასუხს განიხილავენ

მედიის ცნობით, ბაიდენი და ნეთანიაჰუ ირანის თავდასხმაზე ისრაელის პასუხს განიხილავენ

მედიის ცნობით, 9 ოქტომბერს, შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, ირანის დარტყმაზე ისრაელის პასუხს განიხილავენ. წყაროებზე დაყრდნობით, ინფორმაციას ამის შესახებ Reuters და Axios ავრცელებს. ლიდერებს შორის ამ მოლაპარაკების გამართვის შემთხვევაში, ეს იქნება აგვისტოს შემდეგ პრეზიდენტ ბაიდენსა და პრემიერ ნათანიაჰუს პირველი საჯაროდ ცნობილი კომუნიკაცია.
ლიდრების საუბარი მოსალოდნელია იმ ფონზე, როცა ისრაელის ძალები, ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლას“ მებრძოლების წინააღმდეგ სამხრეთ ლიბანში სახმელეთო შეტევას აძლიერებს.
„ჰეზბოლა“ - დაჯგუფება და პოლიტიკური პარტია, რომელიც სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს აკონტროლებს, შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული. მისი შეიარაღებული ფრთა, ევროკავშირის შავ სიაშია, მაგრამ არა პოლიტიკური პარტია, რომელსაც მანდატები ლიბანის პარლამენტში აქვს.
ამ ფონზე, ტელეკომპანია CBS-ის გადაცემა "60 წუთთან" ინტერვიუში, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა თქვა, რომ ირანს შეერთებული შტატების ყველაზე დიდი მოწინააღმდეგედ განიხილავს.
„ირანს ხელებზე ამერიკული სისხლი აქვს“, - თქვა ჰარისმა. მისივე განცხადებით, ირანმა ვერასდროს უნდა შეძლოს გახდეს ბირთვული სახელმწიფო და ეს მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.amerikiskhma.com ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.