არქივი2 ოქტომბერი, 2024, 23:23
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ პროგრამაზე საპასუხო დარტყმას მხარს არ უჭერს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ის არ უჭერს მხარს ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ პროგრამაზე საპასუხო დარტყმას.
”პასუხი არის არა”, - პასუხობს ბაიდენი კითხვაზე, მხარს უჭერს თუ არა ასეთ პერსპექტივას.
ასევე, ბაიდენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ჩვენ შვიდივე [დიდი შვიდეულის ქვეყანა] ვთანხმდებით, რომ მათ აქვთ პასუხის გაცემის უფლება, მაგრამ პროპორციულად უნდა უპასუხონ“.
ამასთან, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის მიმართ იქნება მეტი სანქცია და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან მალე ისაუბრებს.
”ცხადია, ირანი გზას არ ტოვებს”, - აღნიშნა მან.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.