ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანს ომის არ ეშინია და სიონისტური რეჟიმის ნებისმიერ ახალ ქმედებას სათანადო პასუხს გასცემს

ირანს ომის არ ეშინია და სიონისტური რეჟიმის ნებისმიერ ახალ ქმედებას სათანადო პასუხს გასცემს, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.
„ირანის ისლამურ რესპუბლიკას ომის არ ეშინია და სიონისტური რეჟიმის ნებისმიერ ახალ ქმედებას მტკიცე და სათანადო პასუხს გასცემს“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აბას არაღჩიმ დღეს ეგვიპტელ კოლეგასთან, ბადრ აბდელატისთან სატელეფონო საუბარი გამართა.
შეგახსენებთ, გასულ სამშაბათს, ირანმა ისრაელის მიმართულებით 200-მდე რაკეტა გაუშვა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა. ისრაელმა პირობა დადო, რომ თავდასხმას უპასუხებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.