მედია – „ჰამასის“ მეთაური, ისმაილ ჰანიე ეგვიპტეში მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებს გამართავს

„ჰამასის“ მეთაური, ისმაილ ჰანიე ეგვიპტეში მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებს გამართავს, – ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო AFP-ი ავრცელებს.
AFP-ის ცნობით „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი, კატარიდან ეგვიპტეში მაღალი დონის დელეგაციასთან ერთად გაემგზავრება და ეგვიპტის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელთან ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლებისთვის ახალი შეთანხმების მიღწევის შესახებ გამართავს მოლაპარაკებებს.
ეგვიპტეში გამგზავრებამდე, ისმაილ ჰანიე დოჰაში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანს შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს