არქივი20 დეკემბერი, 2023, 11:51
Reuters - ეგვიპტეში მძევლების გათავისუფლების შესახებ აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
ეგვიპტეში მძევლების გათავისუფლების შესახებ აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, „ჰამასი“ 40 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, ერთკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას განიხილავს.
შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ისრაელი პალესტინელი პატიმრების ნაწილს გაათავისუფლებს.
ცნობისთვის, დღეს, „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანიე ეგვიპტეში ჩავიდა, სადაც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.