არქივი14 დეკემბერი, 2023, 06:58
„ჰამასის“ მეთაური - ღაზა „ჰამასის“ გარეშე ბოდვაა
„ჰამასის“ მეთაური, ისმაილ ჰანიე აცხადებს, რომ ომის შემდგომი ღაზის სექტორთან დაკავშირებული ნებისმიერი გეგმა, რომელიც „ჰამასს“ არ მოიცავს, მხოლოდ ილუზიაა.
„ნებისმიერი გეგმა ღაზაში ან პალესტინის საქმეში „ჰამასის“ ან წინააღმდეგობის ფრაქციების გარეშე არის ბოდვა“, - აღნიშნა ისმაილ ჰანიემ.
მისი თქმით, „ჰამასი“ მზადაა მოლაპარაკებებისთვის, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს პალესტინელი ხალხის უფლება, შეიქმნას დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომლის დედაქალაქიც იერუსალიმი იქნება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.