მედია: შეძლებს სააკაშვილი ციხიდან „ნაციონალურმა მოძრაობის“ ლოკომოტივი იყოს?

„ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც უკვე 11 წელია ოპოზიციაშია, 2024 წლის საპარლამენტო არჩვენებისთვის კამპანია, ვარდების რევოლუციის მე-20 წლისთავზე დაიწყო.

მნიშვნელოვანი სიახლეა ის ფაქტი, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლოკომოტივი, როგორც ჩანს, კვლავ, პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტი იქნება. იგი გასულ წელს, თვეების მანძილზე ამბობდა, რომ საქართველოს საშინაო საქმეები აღარ აინტერესებს. ამასვე აცხადებდნენ მისი ვაჟი და დედაც.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელსაც ორ სისხლის სამართლის საქმეზე 3 და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული და კიდევ ოთხ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულია, 2023 წლის მეორე ნახევარში, ქართულ პოლიტიკაში აქტიურად დაბრუნდა.

სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან კლინიკაშია და „ვივა მედიდან“ სასამართლო პროცესზე დისტანციურ ვიდეო ჩართვებს პოლიტიკური ტრიბუნისთვის იყენებს.

„მინდა ნათლად გითხრათ, რომ ჯერ ერთი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა აჩვენოს საუკეთესო შედეგი, რაც შეუძლია მას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვის დროს.

„ჩვენ არ მივდივართ (არჩევნებზე) საპატიო მეორე ადგილისთვის. თუ ვინმე ემზადება სამუდამოდ ოპოზიციაში ყოფნისთვის, ამას ვერ მიიღებს. ჩვენ არ ვემზადებით საპატიო მეორე ადგილისთვის, ჩვენ ვემზადებით პირველ ადგილზე გასასვლელად და ჩვენ ვემზადებით გასამარჯვებლად! აბა რისთვის ჩამოვედი აქ? რისთვის ჩავიგდე ჩემი სიცოცხლე საფრთხეში?!“ – აღნიშნა სააკაშვილმა.

ექს-პრეზიდენტი სამშობლოში უკრაინიდან უკანონოდ 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა, 1 ოქტომბერს კი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, მიხეილ სააკაშვილი დააპატიმრეს.

მის მოულოდნელ გამოჩენას თვითმმართველობის არჩევნებზე ეფექტი ნამდვილად ჰქონდა: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყნის მასშტაბით 541 ათასი ხმა მიიღო – 22 ათასი ხმით მეტი, ვიდრე 2020 წლის საპარლამენტო და 284 ათასი ხმით მეტი, ვიდრე 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – საოცარი პერიოდი გამოვიარეთ, სამწუხაროდ, დღესაც გრძედლება ზეწოლა, თუმცა ვერავინ შეძლებს იმას, რომ საქართველომ უკრაინის ბედი გაიზიაროს – შენარჩუნდება მშვიდობა და ქვეყანა ეკონომიკურად გაძლიერდება