დღეს რომ მიხეილ სააკაშვილი გარეთ იყოს და იცოდეს, რა განწყობებია საზოგადოებაში, დარწმუნებული ვარ, თვითონ გააკეთებდა ახალ პარტიას-ბაჩო დოლიძე

ვინ მოაწერს ხელს სააკაშვილის “ერთობის მანიფესტს” და გახდება თუ არა დოკუმენტი “ნაციონალური მოძრაობის” საბოლოო გაყოფის დოკუმენტი? “ვივამედის” პალატიდან მსჯავრდებული პრეზიდენტის მიერ ნაკარნახევი მანიფესტი დღეს უნდა გამოქვეყნდეს.
მიხეილ სააკაშვილს იმედი აქვს, რომ დოკუმენტი დაშლის პირას მისულ “ნაციონალურ მოძრაობას” გააერთიანებს, თუმცა მანიფესტზე ხელის მოწერას ნიკა მელია არ აპირებს. პარტიის ყოფილი თავმჯდომარის მომხრეები ამბობენ, რომ დოკუმენტის შინაარსი მათთვის ამ დრომდე გაუგებარია.
პარტიის მოქმედი ხელმძღვანელობა გადაწყვეტილების მისაღებად, მელიას ვადას ხვალამდე აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტიიდან გარიცხვით ემუქრებიან. მიმდინარე პროცესებს ეხმიანება მმართველი გუნდიც.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ მანიფესტის შინაარსს უნდა გაეცნოს.
“არ ვიცით შინაარსი – რა ეწერება, როგორ ეწერება… ჩვენი მეგობრები კი გვეუბნებიან, მოაწერეთ ხელი და ასეც თქვითო, მაგრამ რას წერენ, კაცმა არ იცის. მე კი მოვაწერ, მაგრამ თვითონ აწერენ ხელს? დღეს რომ მიხეილ სააკაშვილი გარეთ იყოს და იცოდეს, რა განწყობებია საზოგადოებაში, დარწმუნებული ვარ, თვითონ გააკეთებდა ახალ პარტიას,”- აცხადებს დოლიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს