ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია: უკრაინაში ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრი დაიღუპა

უკრაინაში ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრი დანიელ ტუჟბა დაიღუპა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

აფხაზეთის მკვიდრის დაღუპვის დეტალები უცნობია. ეს ფაქტი, სავარაუდოდ, დონეცკის რეგიონში მოხდა. ტუჟბა რუსული ძალების შემადგენლობაში იბრძოდა.

დაღუპულის ცხედარი სოხუმში გადაასვენეს. მას 29 აგვისტოს დაკრძალავენ.

ოკუპირებული აფხაზეთიდან მოხალისეთა დიდი ნაწილი ბატალიონ „პიატნაშკას“ შემადგენლობაში იბრძვის. აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ კურსკის ოლქში, სადაც უკრაინული ჯარი შეიჭრა, აფხაზი და ოსი მოხალისეები გადაისროლეს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.