უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი

უკრაინაში დაუღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი. 31 წლის ნიკოლოზ გელენიძე ბახმუტში, საარტილერიო დაბომბვისას, 16 ნოემბერს დაიღუპა. ის უკრაინაში დანაყოფ „თბილისის“ რიგებში იბრძოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი სამხედრო თანამებრძოლებთან ერთად ფრონტის ხაზიდან 29 ოქტომბერს დაღუპული ლევან ლობჟანიძის ცხედრის გამოყვანას ცდილობდა, რა დროსაც დაბომბვაში მოყვა და ადგილზე დაიღუპა. მასთან ერთად დაიჭრა ორი აზერბაიჯანელი მებრძოლი:
„ლევანი უნდა გამოესვენებინათ და ამ დროს გზაში დაბომბვაში მოგვიყვნენ ბიჭები. ლევან ლობჟანიძის ცხედრამდე ვერ მიაღწიეს“, – ამბობს დანაყოფ „თბილისის“ მეთაური, გოჩა ხორავა.
მისივე ინფორმაციით, ნიკოლოზ გელენიძის ცხედარი უკვე გამოსვენებულია ცხელი წერტილიდან. მას 20 ნოემბერს, კიევში, წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდს გადაუხდიან, რის შემდეგაც საქართველოში გადმოასვენებენ.
ნიკოლოზ გელენიძე აფხაზეთიდან დევნილი ოჯახიდან იყო და მისი ოჯახი დღეს ფოთში ცხოვრობს.
ნიკოლოზ გელენიძე 57-ე ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებიდან დაიღუპა. უკანასკნელ ერთ კვირაში უკრაინაში მეოთხე ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ