ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია: უკრაინამ ვოლგოგრადში Су-34 ტიპის ორი ბომბდამშენი გაანადგურა - უკრაინის უსაფრთხოების სამსახური

მედია: უკრაინამ ვოლგოგრადში Су-34 ტიპის ორი ბომბდამშენი გაანადგურა - უკრაინის უსაფრთხოების სამსახური

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იტყობინება, რომ უკრაინამ ვოლგოგრადის ოლქის მარინოვკას აეროდრომზე ორი რუსული გამანადგურებელ-ბომბდამშენი გაანადგურა და ორი დააზიანა - მათივე ცნობით, მტრის გამანადგურებლებს უპილოტო საფრენი აპარატებით დაარტყეს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური წერს, რომ იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა აეროდრომის ტექნიკურ-საექსპლუატაციო ნაწილში, რომელიც სამხედრო ობიექტის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას წარმოადგენს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთობლივი სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომლის შედეგადაც აეროდრომ მარინოვკაზე ორი რუსული გამანადგურებელ-ბომბდამშენი “სუ-34” გაანადგურეს და კიდევ ორი დააზიანეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.