უკრაინის შეიარაღებული ძალები ლატვიისგან Patria 6×6 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორებს მიიღებს

ლატვიის მინისტრთა კაბინეტმა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის Patria 6×6 ტიპის 42 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორის და სხვა სამხედრო ტექნიკის გადაცემა დაამტკიცა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ლატვიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, ლატვიურმა მხარემ უკრაინის არმიისთვის ჯავშანტრანსპორტიორები ჯერ კიდევ ზამთარში შეუკვეთა და კიევი მიიღებს უშუალოდ ლატვიაში წარმოებულ ავტომობილებს. ლატვიის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს გავლენას არ მოახდენს ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჭიროებებსა და ოპერატიულ შესაძლებლობებზე.
„ჩვენი Patria-ს ტიპის ჯავშანტექნიკა დაეხმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას – როგორც წელს, ასევე მომავალ წელს ჩვენ უკრაინას გავუწევთ სამხედრო დახმარებას მთლიანი შიდა პროდუქტის 0.25%-ის ოდენობით“, – აცხადებენ ლატვიის თავდაცვის უწყებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა, დემოკრატიული ძალები შეშინებულად გამოიყურებიან, აქციების ანონსიც გვეშინია – წასაშლელია პარტიული ხაზები, “ერთ პარტიად” გამოვაცხადოთ სამშობლო