ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია - სტივ უიტკოფის თვითმფრინავი მოსკოვში ჩაფრინდა

მედია - სტივ უიტკოფის თვითმფრინავი მოსკოვში ჩაფრინდა

ახლო აღმოსავლეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის თვითმფრინავი მოსკოვის „ვნუკოვო 2“-ის აეროპორტში დაეშვა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
დღესვე რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ აშშ-ის წარმომადგენლებთან კონტაქტები იგეგმება.
მისივე თქმით, რუსეთი სიტუაციის მოგვარების თაობაზე თავის პოზიციას მას შემდეგ განსაზღვრავს, რაც აშშ-ის წარმომადგენლებისგან მიიღებს ინფორმაციას ვაშინგტონისა და კიევის დელეგაციებს შორის საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შესახებ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.