ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სტივ უიტკოფის განცხადებით დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში ისაუბრებენ

სტივ უიტკოფის განცხადებით დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში ისაუბრებენ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები, სავარაუდოდ, ამ კვირაში ისაუბრებენ.
უიტკოფმა CNN-ს განუცხადა, რომ გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართული რამდენიმე საათიანი განხილვა პოზიტიური და გადაწყვეტაზე დაფუძნებული იყო. ამასთან უიტკოფმა უარი თქვა დაედასტურებინა, მოიცავდა თუ არა ვლადიმერ პუტინის მიერ წაყენებული მოთხოვნები კურსკში მყოფი უკრაინული ძალების ჩაბარებას, რუსეთის მიერ მიტაცებული უკრაინის ტერიტორიის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას საერთაშორისო საზოგადოების მიერ, შეზღუდვებს უკრაინის მობილიზების შესაძლებლობებზე, დასავლეთის სამხედრო დახმარების შეჩერებას და უცხოელი სამშვიდობოების აკრძალვა.
მისი თქმით, დონალდ ტრამპს დისკუსიების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდეს.
„ის ჩართულია ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში და ველი, რომ ამ კვირაში იქნება ზარი [აშშ-სა და რუსეთის] პრეზიდენტებს შორის“, - აღნიშნა უიტკოფმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.