მედია - დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი მოსკოვში ვიზიტს და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, სტივ უიტკოფი მოსკოვში ვიზიტს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას გეგმავს, - ინფორმაციას Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც გამოცემას ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრნენ.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, უიტკოფი მოსკოვში ამ კვირაში გაემგზავრება.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ვლადიმერ პუტინს თებერვალშიც შეხვდა, რასაც ამერიკელი სკოლის მასწავლებლის, მარკ ფოგელის აშშ-ში დაბრუნება მოჰყვა, რომელსაც რუსეთის ციხეში 14 წელი ჰქონდა მისჯილი სამედიცინო დანიშნულების გამოწერილი მარიხუანას შენახვის გამო.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.