მედია – სერგეი ლავროვმა და მარკო რუბიომ სატელეფონო საუბრისას სტამბოლში გამართული შეხვედრის შედეგები განიხილეს

სერგეი ლავროვმა და მარკო რუბიომ სატელეფონო საუბრისას სტამბოლში გამართული შეხვედრის შედეგები განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„17 მაისს, ამერიკული მხარის ინიციატივით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო, მდივან მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მხარეებმა სტამბოლში გუშინ გამართული რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შედეგებთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას მიესალმა.
„სერგეი ლავროვმა აშშ-ის პოზიტიური როლი აღნიშნა, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ საბოლოოდ, კიევმა სტამბოლის მოლაპარაკებების განახლების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინადადება მიიღო“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“