მარკო რუბიო სტამბოლში გამართული შეხვედრის შემდეგ - მკვლელობები უნდა შეწყდეს

აშშ-ის, თურქეთისა და უკრაინის დელეგაციების წარმომადგენლებს შორის სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი დასრულების მნიშვნელობა განიხილეს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა განაცხადა.
მისი თქმით, რუბიომ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის პოზიცია, რომ „მკვლელობები უნდა შეწყდეს“.
შეგახსენებთ, სტამბოლში აშშ-ის, თურქეთისა და უკრაინის დელეგაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეხვედრას ესწრებოდნენ : აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თურქეთში აშშ-ის ელჩი ტომ ბარაკი, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კიტ კელოგი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და მასპინძელი ქვეყნის - თურქეთის - საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.