“საცოდავო” – ლავროვი, შეხვედრის ლოდინში სტამბოლიდან, ანკარაში ერდოღანთან შეხვედრაზე მყოფ ზელენსკის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პუტინის თურქეთში ჩასვლის მოთხოვნის გამო, “საცოდავი ადამიანი” უწოდა. “ის დარბის და თავდაპირველად ითხოვდა, პუტინი იქ [თურქეთში] პირადად ჩასულიყო. დიახ, საცოდავი ადამიანია. შემდეგ მისმა უფროსმა მეგობრებმა აუხსნეს, რომ ასე სულელურად არ უნდა მოიქცეს და საჭიროა გაიმართოს მოლაპარაკებები”, – თქვა ლავროვმა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში, ანკარაში დღეს ჩავიდა. მას თურქეთის პრეზიდენტი დახვდა.
პარალელურად, სტამბოლში უკვე ჩასულია რუსეთის დელეგაცია, რომელშიც არ არის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. დღის მანძილზე რუსეთის დელეგაციამ განაცხადა, რომ შეხვედრა გადაიდო, მას უპასუხა თურქეთის მხარემ, სადაც ითქვა, რომ კი არ გადაიდო, ჯერ არც კი ჩანიშნულა.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა, სტივ ვიტკოფმა განაცხადა, რომ ის და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პარასკევს სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე ჩავლენ.
მიმდინარე კვირის დასაწყისში, ვლადიმერ პუტინმა 15 მაისს სტამბოლში უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების განახლება ითხოვა. .
მაშინ როცა რუსეთის დელეგაცია სტამბოლში ელოდება შეხვედრის დროის დანიშვნას, ზელენსკი, რომელიც ერდოღანთან ერთად ანკარაშია, ამბობდა, რომ თუ ვლადიმერ პუტინი დათანხმდება სტამბოლში ჩასვლას, ის და ერდოღანიც ჩავლენ.

ასევე დაგაინტერესებთ

კოტე ერისთავი: სისხლის სამართლის პოლიტიკის მოულოდნელი გამკაცრება, ზოგადად, მაშინ ხდება ხოლმე, როცა ხელისუფლება თვლის, რომ კრიზისია (პოლიტიკური, ეკონომიკური, ომი ა.შ) და საჭიროა საკუთარი ძალაუფლებისა და სიმტკიცის დემონსტრირება

გიორგი არქანია: ისტორიის, მე-10 კლასის ახალ სახელმძღვანელოზე: ყველაზე მეტად გამაკვირა ფაქტობრივმა შეცდომებმა, რომელთა რაოდენობა ასეთი მცირე მოცულობის, თანაც სასკოლო სახელმძღვანელოს გაკვეთილისთვის (!) საგანგაშოა

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად