არქივი21 ივლისი, 2025, 12:54
მედია - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა - ჟან-ნოელ ბარომ ვიზიტი რუსეთის მიერ განხორციელებული დაბომბვის ადგილების დათვალიერებით დაიწყო

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია საფრანგეთში უკრაინის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უკრაინაში ვიზიტი დედაქალაქ კიევზე რუსეთის თავდასხმების ადგილების დათვალიერებით დაიწყო.
„ჟან-ნოელ ბარომ, რომელიც კიევში ელჩების კონფერენციის საპატიო სტუმრის სტატუსით ჩავიდა, ვიზიტი დაბომბვის ადგილიდან დაიწყო. უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სჭირდება“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ცნობისთვის, ჟან-ნოელ ბარო დღეს უკრაინის ელჩების შეხვედრას დაესწრება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.