არქივი22 ივლისი, 2025, 20:06
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში ისრაელის ელჩი, მიხაელ ბროდსკი ავრცელებს.
“ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა. დღის წესრიგშია უკრაინის ხელმძღვანელობასთან და ებრაულ თემთან შეხვედრები” , - წერს ბროდსკი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.