საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – გავაგრძელებთ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის გაზრდას

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლა გაგრძელდება.
„წუხელ რუსეთის საჰაერო დარტყმები კიევის ოთხი რაიონისკენ იყო მიმართული. მეტროსადგურები, მაღაზიები, საბავშვო ბაღები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები კრემლის სიკვდილის გამომწვევი ძალადობის ძირითადი ნაწილი გახდა. ჩვენ, როგორც ევროპელები, გავაგრძელებთ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის გაზრდას“, – აღნიშნა ჟან-ნოელ ბარომ.
შეგახსენებთ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს უკრაინაში ჩავიდა. ქვეყანაში ვიზიტი მან რუსეთის დაბომბვის შედეგად დაზიანებული ტერიტორიების მონახულებით დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა, დემოკრატიული ძალები შეშინებულად გამოიყურებიან, აქციების ანონსიც გვეშინია – წასაშლელია პარტიული ხაზები, “ერთ პარტიად” გამოვაცხადოთ სამშობლო