მედია: რუსეთის -ს ანტიკორუფციული სამმართველოს შენობაში პოლკოვნიკის ცხედარი იპოვეს

რუსული მედია კომერსანტი (Ъ) წერს, რომ მოსკოვში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკურ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს შენობაში პოლკოვნიკი ევგენი გოლოვატის ცხედარი იპოვეს. ვარაუდობენ, რომ ოფიცერმა საკუთარ კაბინეტში თავი მოიკლა, რისთვისაც სამსახურის პისტოლეტი გამოიყენა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს.

კომერსანტის ცნობით, პოლკოვნიკი რუსეთის -ს მსხვილ სამრეწველო საწარმოებში დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილე იყო. ეს ინფორმაცია დასტურდება რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვებგვერდზეც.

როგორც დამოუკიდებელი რუსული მედია მედუზა აღნიშნავს, რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია ТАСС-ი 2020 წელს გამოქვეყნებულ მასალაში გოლოვატის რუსეთის შსს-ს ეკონომიკური უსაფრთხოებისა და კორუფციის საწინააღმდეგო მთავარი სამმართველოს თავმჯდომარეს უწოდებდა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – მამუკა მდინარაძის თვითაქტუალიზაციის გარდა, შსს-ში სამმართველოს შექმნა არაფრის მომცემი არ არის – „ოცნება“ დგას სიძულვილის ენასა და ოპონენტების დემონიზებაზე, ამას თუ შეწყვეტენ, რაღაც შინაარსი ექნება ინიციატივას