არქივი21 თებერვალი, 2025, 20:55
მკვლელობა ფულის გამო – ორთაჭალაში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს – მედია

მკვლელობა თბილისში – ორთაჭალაში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ტვ პირველით ინფორმაციით მომხდარზე 3 პირია დაკავებული, ერთს კი პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
მედიის ცნობით, ახალგაზრდა კაცის ცხედარი ერთ-ერთი დაკავებულის სახლში გუშინ ბრალდებულის დედამ იპოვა და პოლიციას შეატყობინა. კაცის ოჯახი ორი დღის განმავლობაში ეძებდა.
“პირველების” ინფორმაციით, სისხლიანი ანგარიშსწორება სავარაუდოდ, ფულის გამოძალვას უკავშირდება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.