ვლადიმერ პუტინმა აშშ-ში რუსეთის ელჩად ალექსანდრე დარჩიევი დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ში რუსეთის ელჩად ალექსანდრე დარჩიევი დანიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია პუტინის განკარგულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დაინიშნოს ალექსანდრე დარჩიევი რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ამერიკის შეერთებულ შტატებში და ვაშინგტონში ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციაში რუსეთის ფედერაციის მუდმივ დამკვირვებლად“, – ნათქვამია ვლადიმერ პუტინის განკარგულებაში.
ალექსანდრე დარჩიევი 2014-2021 წლებში კანადაში რუსეთის ელჩი იყო, 2021-2025 წლებში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოეთ ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2025 წლის იანვრიდან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოატლანტიკური დეპარტამენტის დირექტორია.
ცნობისთვის, აშშ-ში რუსეთის ყოფილმა ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა თანამდებობა გასული წლის ოქტომბერში, უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – „ქოცებს“ გულზე ხვდებოდათ ჩემი კადრები, რომელიც ასახავს თუ როგორ ვეხმარებოდი ხალხს წყალდიდობისას და ჩემს მისაბაძად გაცვივდნენ თელავში – ასევე, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ოპოზიციის მიერ თავისი როლის არ შესრულებას