მედია – რუსეთის დელეგაცია უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის სტამბოლში ჩავიდა

რუსეთის დელეგაცია უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის სტამბოლში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე (თბილისის დროით 11:00) დოლმაბაჰჩეს სასახლეში დაიწყება.
შეგახსენებთ, კრემლმა რუსეთის დელეგაციის შემადგენლობის სია გამოაქვეყნა, რომელშიც ვლადიმერ პუტინი არ არის.
რუსეთის დელეგაციას ვლადიმერ პუტინის თანაშემწე, ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს. დელეგაციაში ასევე შედიან: მიხაილ გალიზინი (რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე), იგორ კოსტიუკოვი (რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი) და ალექსანდრ ფომინი (რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე).
ასევე, გუშინ CNN-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სტამბოლში ჩასვლას არ გეგმავს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა უკვე თურქეთში იმყოფება და ანკარაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და სენატორ ლინდსი გრემს შეხვდა.
სტამბოლში დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი დიპლომატიურ საკითხებში იგორ ჟოვკვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად

მიხეილ სააკაშვილი: თქვენ ამბობთ, რომ ბადრი პატარკაციშვილი არ იყო პოლიტიკური ფიგურა, შეგახსენებთ 2007 წელს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას “ყველაფერს ვიღონებ, სააკაშვილის ფაშიზმის დასამხობად!” არის თუ არა ეს პოლიტიკური განცხადება?